ვლადიმერ პუტინი - რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობა მინიმუმზეა

12 ივნისი 2021, 15:01 832 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობები წლების განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

კითხვაზე, რომელიც ბაიდენის ინტერვიუს შეეხებოდა, რომლის დროსაც მან პუტინს მკვლელი უწოდა, რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მას ათობით ასეთი ბრალდება აქვს მოსმენილი და ასეთი „იარლიყები“ ნაკლებად აინტერესებს. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა უარყო ვაშინგტონ პოსტის  მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსეთი ირანისთვის თანამედროვე სატელიტური სისტემის მიწოდებას აპირებს, რომელიც ახლო აღმოსავლეთში პოტენციური სამხედრო სამიზნეების გაკონტროლების საშუალებას მისცემს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში