ევრო-ემისრები ვითარების გასარკვევად თბილისში

29 ივლისი 2021, 19:43 284 ნახვა

საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და შექმნილ პოლიტიკურ რეალობაზე - ევროპული პარლამენტის წევრმა ვიოლა ფონ კრამონმა და ლიეტუველმა დიპლომატმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა ისაუბრეს. იმედი გამოთქვეს, რომ ხელმოწერილი დოკუმენტი,რომელიც მათივე თქმით გზამკვლევი განხორციელდება ყველა პოლიტიკური სპექტრის მხრიდან. შეხვედრის ერთ-ერთი თემა ბუნებრივია მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებიც იყო. უკვე ცნობილია, რომ დასავლეთის მხრიდან ამ არჩევნების მონიტორინგი მასშტაბური იქნება. ამ საუბრამდე კი ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა პარტიებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა. 

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში