ქობულეთში ავარიის დროს დაშავებული მძღოლი გარდაიცვალა 

30 ივლისი 2021, 11:45 33350 ნახვა

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ავარიის დროს დაშავებული ერთი მძღოლი ცოტა ხნის წინ კლინიკაში გარდაიცვალა. მეორე დაშავებული კი სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება და კვლევები უტარდება. 

''ევექსის ჰოსპიტალში'' ორი პაციენტი შემოიყვანეს.  მძიმე დაზიანებებით.  ერთის მდგომარეობა იყო კრიტიკული. შემოსვლისთანავე გატარდა რეანიმაციული ღონისძიებები, სამწუხაროდ უშედეგოდ. მეორეს მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მიმდინარეობს დაკვირვება. უტარდება დიაგნოსტიკური კვლევები'' - განაცხადეს კლინიკაში. 

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა დილით მოხდა. ერთმანეთს სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ. ერთ-ერთი ტრაილერი გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში