2021 არჩევნების კანდიდატები ოცნებიდან აჭარაში

30 ივლისი 2021, 19:42 1367 ნახვა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. გაგაცნობთ კანდიდატებს, რომლებიც მმართველი პარტიის სახელით იბრძოლებენ აჭარაში. ბათუმში მერობის კანდიდატი, ბათუმის მერის მოვალეობის ამჟამინდელი შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანია, ის ჯერ კიდევ ბათუმის ყოფილმა მერმა ლაშა კომახიძემ გადადგომამდე ცოტა ხნით ადრე ვიცე-მერად დანიშნა. მანამდე არჩილ ჩიქოვანი აჭარის მთავრობის აპარატს ხელმძღვანელობდა. 2013-2017 წლებში კი იყო ჯერ აჭარის მთავრობის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის, ხოლო შემდეგ გზების დეპარტამენტის უფროსი. ქობულეთში მერობისთვის ლევან ზოიძე იქნება, რომელიც ახლანდელი მერის მოადგილეა. ხელვაჩაურში მერობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ ზაზა დიასამიძე დაასახელა,რომელიც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეა. მანამ კი იყო ხელვაჩაურის პოლიციის უფროსი. ქედაში მერობის კანდიდატი როლანდ ბერიძეა, რომელიც მერის პირველ მოადგილის პოსტზეა. შუახევში მმართველი პარტიის კანდიდატი, ომარ ტაკიძე იქნება, ის მერის მოვალეობას ამჟამად ასრულებს მას შემდეგ, როცა არჩეული მერი ფრიდონ ფუტკარაძე უმაღლესი საბოს წევრი გახდა. ხულოში კი „ქართული ოცნების“ კანდიდატი, მუნიციპალიტეტის მოქმედი მერი,ისევ ვახტანგ ბერიძე იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში