პერფომანსი სუს-ის შენობასთან - „შკოდა ოქტავია" პროტესტის ნიშნად დაამსხვრიეს

16 სექტემბერი 2021, 18:22 1002 ნახვა

მოდულის შენობის წინ სამართალდამცველებმა პარტიის "გირჩის-მეტი თავისუფლებისთვის" წევრები ნიკა მოსიაშვილი ბორის ყურუა დააკავეს. 

დაკავებას წინ უძღოდა პარტიის წევრების პერფორმანსი "გირჩის-მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ და სხვა წევრებმა, მოდულის შენობის წინ "შკოდა ოქტავიას" მარკის ავტომანქანა მიიყვანეს და უროებით დაამსხვრიეს. 

ჯაფარიძის თქმით, ეს უნდა დაინგრეს და დაილეწოს, ზუსტად ისე, როგორც მათი სიმბოლო "შკოდა ოქტავია“ დაილეწა.

პერფონმანსის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ავტომანქანა მათი საკუთრებაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში