უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები-დაკავებულია 3 პირი

22 სექტემბერი 2021, 12:46 774 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლენტეხსა და თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 3 პირი. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამოღებულია  ,,ბერეტას“ ტიპის  პისტოლეტი, მჭიდი და 6 საბრძოლო ვაზნა,ასევე  ერთ-ერთის დაკავებულის სახლის ჩხრეკისას არარეგისტრირებული სანადირო თოფი, პისტოლეტი, სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 10 მჭიდი და 530 საბრძოლო ვაზნა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში