მკვლელობა თბილისში გახსნილია

05 დეკემბერი 2021, 12:05 655 ნახვა

სანზონაში მომხდარი მკვლელობა გახსნილია, პოლიციამ 2 პირი დააკავა, რომელთაგან ორივე არასრულწლოვანია.  გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა  გუშინ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2006 წელს დაბადებულს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მკვლელობის ბრალდებით დაკავებულთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა მეორე ბრალდებული რომელიც შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს და არ შეატყობინა სამართალდამცავ უწყებებს.

მიყენებული დაზიანების შედეგად დაშავებული საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.მიმდინარეობს გამოძიება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში