ილია თოფურიას და შარლ ჟურდენის ბრძოლა ჩაიშალა

21 იანვარი 2022, 20:45 488 ნახვა

UFC 270-ზე ილია თოფურიას და შარლ ჟურდენის ბრძოლა აღარ გაიმართება. ინფორმაცია გამოცემა AS-მა გაავრცელა.

თოფურიას წონის კლების პროცესში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნა და მისმა სამედიცინო გუნდმა პროცესის შეწყვეტა მოსთხოვა.

UFC 270-ზე მთავარი ჩხუბი ფრენსის ნგანუსა და სირილ განეს შორის გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში