რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ვერ შედგა

03 მარტი 2022, 21:52 859 ნახვა

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი დასრულებულია. 

უკრაინულმა დელეგაციამ ვერ მიაღწია იმ შედეგებს, რომელსაც ის იმედოვნებდა, რის გამოც მოლაპარაკების მესამე რაუნდი გაგრძელდება.

რუსეთი და უკრაინა მხოლოდ რამდენიმე ჰუმანიტარულ საკითხთან დაკავშირებით - მოქალაქეების ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული დერეფნების ერთობლივი უზრუნველყოფის, საკვებისა და მედიკამენტების მიწოდების შესახებ და მათ შორის ცეცხლის შეწყვეტაზე ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზაციისთვის.

ცნობილია, რომ მხარეები მალე შექმნიან ერთმანეთთან საკომუნიკაციო არხებს, რათა მოხდეს ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზება. ასევე მოხდება პროდუქტისა და საკვების შეტანა იმ რეგიონებში რომლებიც ომის შედეგად ყველაზე მეტად დაზარადა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში