დღეს ბათუმის "დინამო" გასვლაზე "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება

18 მარტი 2022, 10:53 873 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის მოქმედი ჩემპიონი ბათუმის "დინამო"  დღეს მეხუთე ტურის შეხვედრაში გასვლაზე თბილისის "ლოკომოტივს" ესტუმრება.

ბათუმელებს 4 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 7 ქულა აქვთ, ხოლო "ლოკომოტივი" კი 3 მატჩში  ქულის გარეშე იმყოფება.

ეს შეხვედრა თბილისში 19:00 საათზე დაიწყება.

ამის შემდეგ ეროვნული ლიგის კლუბები  2 აპრილამდე სანაკრებო პაუზის გამო შეისვენებენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში