ბათუმის სარაგბო კლუბმა მეთხუთმეტე მატჩი მოიგო

09 აპრილი 2022, 16:16 1161 ნახვა

ბათუმის სარაგბო კლუბმა საქართველოს რაგბი დიდი 10-ის მე-16 ტურის შეხვედრაში შინ თბილისის "აკადემია" 19-3 დაამარცხა.

ბათუმელთა მხრიდან ორი ლელო შენგელიამ, ხოლო ერთიც მამრიკიშვილმა დადო.

ორი ზუსტი გარდასახვა კი ნინიძემ შეასრულა.

16 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ "ბათუმი" სატურნირო ცხრილში 72 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.

შემდეგი მატჩი შავიზღვისპირელებს 15 აპრილს ისევ საკუთარ მოედანზე "ყაზბეგის" წინააღმდეგ ელოდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში