უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიიდან ორი თვე გავიდა

25 აპრილი 2022, 12:05 964 ნახვა

რუსეთ-უკრაინის ომიდან 2 თვე. რუსეთი ისევ არ ერიდება მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვას. მათ შორის აღდგომის დღესაც კი.

გუშინ რუსმა ჯარისკაცებმა კიდევ ორი ბავშვი მოკლეს. სულ კი 215 პატარა შეეწირა რუსეთის აგრესიას.  

"ეს არის რუსეთის გაგება აღდგომის სასწაულის", — ამ სიტყვებით გამოეხმაურა  ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე განგაშის ხმა ისმის.  

,,იარაღის მკვლელი ხმაური უფრო გვესმის, ვიდრე ზარების ხმა“ - ასე კი რომის პაპი აფასებს  რუსეთის თავდასხმებს.  ასობით ბავშვი აფარებს მარიუპოლში აზოვსტალის ქარხანას თავს, რომელსაც ასევე  ბომბავენ საოკუპაციო ძალები. მარიუპოლში , რომელიც ომის დაწყებიდანვე ალყაშია, მძიმე ვითარებაა. 

გავრცელდა  აზოვის ბატალიონის მიწისქვეშა ბუნკერში გადაღებულ კადრები, რომლითაც  ჩანს რა პირობებში უწევთ ცხოვრება ადგილობრივებს.  

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში