ომის მესამე თვე უკრაინაში

26 აპრილი 2022, 19:34 1083 ნახვა

ომის 62-ე დღეს კიევში „რუსეთ-უკრაინის მეგობრობის“ მონუმენტის დაშლა მიმდინარეობს. როგორც მედია წერს, მასიური მონუმენტი 1982 წელს დაიდგა კიევში, მდინარე დნეპრთან უკრაინისა და რუსეთის გაერთიანების აღსანიშნად. ქვეყანაში ისევ იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები. სერგეი ლავროვი კი პრესკონფერენციაზე უკრაინაში არსებულ ვითარებას NATO-ს უსასრულო გაფართოების შედეგს უწოდებს. გერმანიაში  რამშტაინის  ამერიკულ სამხედრო ბაზაზე 20-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა რამდენიმე საათია მიმდინარეობს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში