ბათუმის საქალაქო სასამართლომ ნათია კაპანაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა

06 მაისი 2022, 10:58 618 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის სარჩელის არცერთი მოთხოვნა.

ნათია კაპანაძე მისივე იმპიჩმენტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, ასევე განაცდურის ანაზღაურებას და სამსახურში აღდგენას ითხოვდა.

ნათია კაპანაძე, კანონით დადგენილ ვადებში, აპირებს მიმართოს სააპელაციო სასამართლოს და გაასაჩივროს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში