ვინ აფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციას ? - დავა დღეს პარლამენტში გაგრძელდა

23 მაისი 2022, 19:25 678 ნახვა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ოპოზიციის ნაწილს მოუწოდებს გვერდზე გადადონ სუბიექტური პოლიტიკური ზრახვები და შეწყვიტონ აგიტაცია-პროპაგანდა საქართველოს წინააღმდეგ. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგი შეიძლება იყოს მხოლოდ ის, ვისაც საქართველოში არეულობა და ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა უნდა. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა ისიც, რომ  ოპოზიციამ აშშ-ის საელჩო დისკრიმინაციასა და სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევაში დაადანაშაულა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადების საპასუხოდ, ოპოზიცია ფიქრობს, რომ ირაკლი კობახიძე ისრების გადატანას ცდილობს ოპონენტებისკენ, რაც მათი გაშავების მიზანია. „ქართული ოცნებაში“ კი ფიქრობენ, რომ  ირაკლი კობახიძის შეთავაზება კარგი ლუსტრაცია იქნება ოპოზიციის პრეტენზიებისთვის.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში