ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი შეათანხმა

31 მაისი 2022, 10:21 910 ნახვა

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები შეთანხმდნენ უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის ამოქმედებაზე. ბრიუსელში მიღწეული შეთანხმება რუსული ნავთობის იმპორტის ნაწილობრივ აკრძალვას ითვალისწინებს.

სანქციები გავრცელდება ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე და დროებით გამონაკლისი იქნება მილსადენით ტრანსპორტირებული ნედლი ნავთობი. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირი უარს ამბობს საზღვაო გზით რუსული ნავთობის მიღებაზე და ამ ეტაპზე ემბარგოს გარეშე ტოვებს მილსადენ „დრუჟბას“, რომლითაც რუსეთი ნავთობს აწვდის ევროპის ქვეყნებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში