''დინამო'' ბათუმმა ''ტორპედო'' 4-0 დაამარცხა

21 ივნისი 2022, 23:03 1907 ნახვა

საქართველოს  მოქმედმა ჩემპიონმა "დინამო" ბათუმმა ეროვნული ლიგის გათამაშებაში მე-12 გამარჯვება იზეიმა.

მე-18 ტურის შეხვედრაში გია გეგუჩაძის გუნდმა საკუთარ მოედანზე ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა და მარტივად 4-0 დაამარცხა.

39-ე წუთზე ლადო მამუჩაშვიმა შორეული საჯარიმო დარტყმით ანგარიში გახსნა და ბათუმელებმა ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგეს.

მეორე ტაიმის 52-ე წუთზე ჯოვინოს წაქცევისთვის კვასხვაძის კარში პენალტი დაინიშნა, რომლის რეალიზემაც მამუჩაშვილმა შეძლო და დუბლი გაიფორმა.

76-ე წუთზე აბულაძემ ისევ ჯოვინო საჯარიმოში წააქცია და ისევ პენალტი დაინიშნა, ამჯერად თერთმეტმეტრიანი გოლად თავად დაზარალებულმა გარდასახა. აბულაძემ კი წითელი ბარათი მიიღო.

მატჩის მიწურულს  კი ცვლილებაზე 1 წუთით ადრე გამოსულმა გაფრინდაშვილმა საბოლოო ანგარიში 4-0 დააფიქსირა.

18 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ გეგუჩაძის გუნდს 41 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა.

მეორე პოზიციაზე მყოფ თბილისის ‘’დინამოს’’ კი 35 ქულა აქვს.

შემდეგ შეხვედრას "დინამო" ბათუმი ისევ შინ  25 ივნისს ბოლნისის ‘’სიონის’’ წინააღმდეგ გამართავს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში