გუშინ უკვე საბოლოოდ წაიშალა ყოველგვარი ფორმალური ზღვარიც კი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და საქართველოში მოქმედ ყველაზე მდიდარ არსამთავრობოებს შორის - ირაკლი კობახიძე

04 ივლისი 2022, 14:20 536 ნახვა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა საბოლოოდ ცხადყო ის, რასაც საზოგადოებას თავიდანვე პირდებოდნენ. კერძოდ, კობახიძის განმარტებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ და თავიანთ სატელიტებს საქართველოში არეულობისა და რევოლუციის მოწყობის არავითარი რესურსი არ აქვთ.

„საზოგადოებამ დაინახა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის ევროკავშირის კანდიდატობის თემა მხოლოდ მოგონილი შირმა იყო და სინამდვილეში, ისინი ამ თემის გამოყენებით საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნის მიღწევას – ხელისუფლების გადატრიალებასა და ძალაუფლების ხელახლა ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ. გუშინ, რადიკალურმა ოპოზიციამ, კიდევ ერთხელ, აჩვენა თავისი ნამდვილი ანტისახელმწიფოებრივი ბუნება. გარდა ამისა, გუშინ უკვე საბოლოოდ წაიშალა ყოველგვარი ფორმალური ზღვარიც კი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და საქართველოში მოქმედ ყველაზე მდიდარ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის.

გუშინ ცხადი გახდა, რომ ბაკურიანის გეგმა ჩავარდა და მას აღსრულება არ უწერია. ამ გეგმის განხორციელებას ესაჭიროებოდა ერთი მთავარი რამ – ხალხის მხარდაჭერა. „ნაციონალური მოძრაობა“, მისი ახალგაზრდული რადიკალური ფრთა „სირცხვილია“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ენჯეოსატელიტები კი, ამ მხარდაჭერას ვერასდროს მოიპოვებენ, რადგან მათ მხარეს არ არის სიმართლე“, – აღნიშნა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ სამი დღის წინ საზოგადოებას წარუდგინა ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების დეტალური გეგმა, რასაც, სმწუხაროდ, რადიკალურმა ოპოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა „ენჯეოებმა“ კვლავ დესტრუქციული ქმედებებით უპასუხეს.

მისივე თქმით,  ამ ადამიანებს ევროპული პერსპექტივა საერთოდ არ აინტერესებთ, აშკარად მათ ინტერესებშია, საქართველომ კანდიდატის სტატუსი არც დეკემბერში მიიღოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში