ნედ პრაისის განცხადება და შეფასებები

21 ივლ 2022

დიპლომატიურ ენაზე ნედ პრაისის განცხადება ნიშნავს, რომ ქვეყნის პარტნიორები გაბრაზებულები არიან - ასე აფასებენ სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს სპიკერის კომენტარს ოპოზიციაში.

''ქართულ ოცნებაში'' კი მიაჩნიათ, რომ ნედ პრასის განცხადების ინტერპრეტაცია არ უნდა მოხდეს.

მთავარი გზავნილია, რომ შეერთებული შტატები  საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად რჩება.