თურქეთში დღეს უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით უკრაინა და რუსეთი ხელს მოაწერს

22 ივლ 2022

თურქეთში დღეს უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით უკრაინა და რუსეთი ხელს მოაწერს. გავრცელებული ცნობით, ცერემონიას თურქეთის პრეზიდენტი და გაერო-ს გენერალური მდივანი დაესწრებიან.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის ოფისის განცხადებით, გასულ კვირას სტამბოლში გაერო-ს გეგმაზე შეთანხმება შედგა და მხარეები ამ შეთანხმებას ოფიციალურად დღეს დოლმაბაჰჩეს სასახლის ოფისში გააფორმებენ.