ნედ პრაისი: რუსეთი უკრაინის კონფლიქტში პროდუქტებს იარაღად იყენებს

22 ივლ 2022

რუსეთი უკრაინის კონფლიქტში პროდუქტებს იარაღად იყენებს - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს სპიკერმა განაცხადა.

ნედ პრაისის თქმით, აშშ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით მიღებულ შეთანხმებას მიესალმება, თუმცა, როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, უმთავრეს საკითხად კვლავ რჩება რუსული არმიის მიერ უკრაინული პორტების დატოვება.