პრემიერის და კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარის შეხვედრა

22 ივლ 2022

პრემიერ-მინისტრი კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს ალაჰშუქურ ფაშაზადეს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით,   შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს მთავრობის მხრიდან მუსლიმი თემის მხარდაჭერის მიმართულებით ხორციელდება.