ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი 

23 ივლ 2022

„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის“ მეორე დღე საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ მსჯელობას დაეთმო.

საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ეროვნული უსაფრთხოების კონცეპტუალური ჩარჩო, უსაფრთხოების ენერგეტიკული ასპექტები, ოკუპირებული რეგიონები - ეს ის თემები იყო, რომლებიც მომხსენებლებმა კურსის ფარგლებში განიხილეს.