ბათუმი: რაგბი ქვიშაში

24 ივლ 2022

ბათუმში, ქვიშის რაგბის საერთშორისო ფესტივალის გამარჯვებული ბათუმის ''მეკობრეები'' გახდნენ. გუნდმა საფინალო ორთაბრძოლაში თურქეთის ნაკრებს სძლია და 3-2 დაამარცხა.

ტურნირში 12  გუნდი მონაწილეობდა. მათ შორის 2 თურქეთიდან. გამარჯვებული გუნდები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ფესტივალი, წელს პირველად იმართება და მისი  მიზანი ქვიშის რაგბის განვითარებაა.