ავარია ბორჯომში 

24 ივლ 2022

7 ადამიანი დაშავდა ავარიის გამო ბორჯომში. სამარშრუტო ტაქსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. 

არსებული ინფორმაციით, ტრანსპორტში 14 მგზავრი იმყოფებოდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.  

დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია.  დაწყებულია გამოძიება.

ფოტო: ბორჯომი TV