თურქეთის პრეზიდენტის მოწოდება რუსულ და უკრაინულ მხარეებს

26 ივლ 2022

ოფიციალური ანკარა კიევისგან და მოსკოვისგან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ელოდება - აცხადებს  თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

გასულ კვირას ერთი მხრივ უკრაინამ, თურქეთმა და გაერომ, მეორე მხრივ კი რუსეთმა, თურქეთმა და გაერომ ხელი მოაწერეს უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტთან დაკავშირებულ შეთანხმებას.