„ოქროს საწმისი არგონავტების კვალდაკვალ“

26 ივლ 2022

‘’ოქროს საწმისი არგონავტების კვალდაკვალ"- ბათუმი საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ქალაქს ხელოვანები 7 ქვეყნიდან სტუმრობენ. მუსიკალური და ქორეოგრაფიული ჯგუფები კონცერტებს  მართავენ, ფესტივალის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მასტერკლასები, კონფერენციები და ექსკურსიები.   ორგანიზატორი კულტურისა და ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის საზოგადეობაა.