ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ყაზახეთის პრეზიდენტთან

27 ივლ 2022

ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივების,  ინვესტიციების სფეროში არსებული თანამშრომლობის და ამ მხრივ არსებული მიღწევების შესახებ ისაუბრეს.

ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას.