“სოფლის მხარდაჭერის” პროგრამა

10 იან 2017

ნაციონალური მოძრაობის წევრები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შეწყვეტას აპროტესტებდნენ. ოპოზიციური პარტიის წევრებმა დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრა და კითხვებზე პასუხის გაცემა მოითხოვეს. რევაზ ხარაზის განცხადებით აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად 4 მილიონ 800 ათასი ლარი სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტზე იხარჯებოდა, რომელსაც თავად მოსახლეობა განსაზღვრავდა პრიორიტეტების მიხედვით.  აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ამ საკითხზე ოპოზიციურ პარტიასთან შეხვედრას გამართავენ.