ფინეთმა შესაძლოა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეწყვიტოს 

30 ივლ 2022

ფინეთის მთავრობა გეგმავს ახალი რეგულაციის დაწესებას, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის სამოგზაურო ვიზების აკრძალვას გულისხმობს. ინფორმაციას გამოცემა Euronews ავრცელებს.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის ივლისში ფინეთში რუსეთის 176 000-ზე მეტი მოქალაქე შევიდა.

გამოცემა წერს, რომ ფინეთის ხელისუფლება რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების აკრძალვის შესახებ ევროკავშირის რეკომენდაციას ელოდება, რის შემდეგაც რეგულაცია ძალაში შევა.