მე-12 ბატალიონის „ბრავო” ასეულმა სიტუაციური სწავლება ჩაატარა

05 აგვ 2022

მე-12 ბატალიონის “ბრავო” ასეულმა სიტუაციური სწავლება დაასრულა. სწავლებაში ჩართული იყო სნაიპერთა ჯგუფი.

წვრთნებში გამოყენებული იყო საცეცხლე მხარდაჭერის, გამრღვევი და მოიერიშე ელემენტები, ასევე დრონი, ხელყუმბარები და სხვა შეიარაღება.

წვრთნა ორი კვირის განმავლობაში ვაზიანში მიმდინარეობდა და ასეულის დონეზე ორიენტირებულ ამოცანაზე მომზადებას ისახავდა მიზნად.