ისტორიული მარანი მაჭახლის ხეობაში

05 აგვ 2022

მაჭახელა - გამორჩეული ხეობა აჭარაში. "მაჭახელას ეროვნული პარკი" კი, ეკოლოგიური დერეფნის ნაწილია საქართველოს დაცულ ტერიტორიებს  შორის. მაჭახლის ხეობასთან არის დაკავშირებული რამდენიმე თქმულება თამარ მეფის შესახებ. აქ ნახავთ ციხეებს, ეკლესია-მონასტრებს, ქვითკირით ნაშენ ღვინის საწნახელებსა და მარნებს, რომლებიც თავიანთი სიძველით ისტორიული განვითარების სხვადასხვა პერიოდს განეკუთვნებიან. დღეს, სწორედ ერთ-ერთ ძველ მარანზე მოგიყვებით, რომელიც მალე მაჭახელას სავიზიტო ბარათი იქნება.-