ამბროლაურში დიალიზის სერვისი ამოქმედდა

06 აგვ 2022

ამბროლაურში დიალიზის სერვისი ამოქმედდა.  სამედიცინო დაწესებულება, დიალიზისთვის საჭირო სამედიცინო აპარატურით სრულად აღიჭურვა.

პირველ ეტაპზე, ბენეფიციარებს, სამეგრელოდან და იმერეთიდან მოწვეული სპეციალისტები მოემსახურებიან, უახლოეს მომავალში კი მათ გადამზადებული სპეციალისტები ჩაანაცვლებენ.