ბათუმში ტაჯიკეთის რესპუბლიკის საკონსულო გაიხსნა

06 აგვ 2022

დიპლომატიური ურთიერთობებიდან 28 წლის თავზე ბათუმში ტაჯიკეთის რესპუბლიკის  საკონსულო გაიხსნა.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, ტაჯიკეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში თენგიზ ქოქოლაძე, ასევე  ტაჯიკეთის  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში და აზერბაიჯანში რუსტამ სოლი ესწრებოდნენ.