ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

06 აგვ 2022

სარაკეტო იერიშების გამო ისრაელში საქართველოს საელჩო შეზღუდვების შესახებ იუწყება.

განცხადებაში აღნიშნულია საჰაერო ფრენების შეცვლილი განრიგი და საჭიროების შემთხვევაში საჯარო თავშესაფრების ადგილმდებარეობა.

საელჩო მოქალაქეებს უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და რეკომენდაციების გათვალისწინების  თხოვნით მიმართავს.