ქობულეთში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ

11 იან 2017

ქობულეთში მეორე დღეა უშედეგოდ ეძებენ დაკარგულ 55 წლამდე მამაკაცს.  ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ის ბოლოს ორი დღის წინ სოფელ ოჩხამურში ნახეს, სადაც სანადიროდ იყო. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით უწყებაში შეტყობინება გუშინ შევიდა და ამ დრომდე მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.