14 წელი აგვისტოს ომიდან  - პრეზიდენტის განცხადება 

07 აგვ 2022

1801, 1921, 1992 და 2008 - ეს არის თარიღები, რომლებიც ყველა ქართველს სამუდამოდ ახსოვს. ისინი რუსეთის შეიარაღებული აგრესიისა და ოკუპაციის უმოწყალო პოლიტიკას ასახავს - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.