ომში დაღუპულების ოჯახებსა და დაზარალებულებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო თანხას გადასცემს

08 აგვ 2022

რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებსა და რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულ შშმ სტატუსის მქონე მეომრებს 3000-3000 ლარს გადასცემს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო.

უწყების ინფორმაციით, ფინანსური დახმარება გაეწევა ასევე 2012 წელს ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებსაც. ჯამში 27 მეომრის ოჯახზე გაიცემა 81 000 ლარი.