14 წელი აგვისტოს ომიდან - გმირებს პატივი მიაგეს აჭარაში

08 აგვ 2022

2008  წლის  რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ბათუმში ყვავილებით შეამკეს.

ადგილზე იმყოფებოდნენ ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრები, მოქალაქეები და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები.

რუსულ აგრესიას 2008 წელს აჭარიდან  20 მეომარი ემსხვერპლა.