14 წელი აგვისტოს ომიდან

08 აგვ 2022

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს შემდეგ გორში ჩავიდა და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა. 

თეა ახვლედიანი გმირულად დაღუპული სამხედროების მშობლებსა და ოჯახების წევრებს ესაუბრა, კიდევ ერთხელ გამოხატა თანაგრძნობა და ხაზი გაუსვა ომში დაღუპული გმირების ღვაწლს საქართველოს სახელმწიფოებრიობის და ღირსების დაცვაში.