ვეტერანთა ტურნირი ჭადრაკში ომში დაღუპულებს მიეძღვნა

08 აგვ 2022

ბათუმში აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის საპატივცემულოდ ვეტერანთა ტურნირი ჩატარდა  ჭადრაკში. ღონისძიებაში 4 საპრიზო ადგილი იყო გათვალისწინებული. ქალთა შორის ტურნირის ჩემპიონი მედეა ბიბინეიშვილი გახდა, კაცთა შორის კი პირველი ადგილი აზიმ გორაძემ დაიკავა. გამარჯვებულები  სიგელებით, მედლებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.