საქველმოქმედო აქცია

11 იან 2017

''ერთი დღე მოხუცთა თავშესაფარში''. საქველმოქმეო აქციის ფარგლებში,  შოთა რუსთაველის სახელობის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორებმა, წმინდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სავანეს მაცხოვრებლებს შობა- ახალი წელი მიულოცეს და საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცეს. აქციის მეორე ნაწილი კულტურულ პროგრამას მოიცავდა, რომელშიც მონაწილეობა ბსუ-ს გოგონათა ფოლკლორულმა ანსამბლმა ''თირინმა'' და მოხუცებმა მიიღეს.