აჭარის განათლების მინისტრი, ბათუმის N8, N15 და N9 საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

11 აგვ 2022

აჭარის განათლების მინისტრი, ბათუმის N8, N15 და N9 საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების  მიმდინარეობას გაეცნო.სამშენებლო სამუშაოებისთვის 2022 წელს 4,275 473  ლარის ტენდერი გამოცხადდა. აღნიშნული თანხით გათვალისწინებულია  მე- 15 საჯარო სკოლის არსებული შენობის რეაბილიტაცია და დამატებითი კორპუსის მშენებლობა. მიმდინარე წელს კი მე-9 და მე -8 საჯარო სკოლების რეაბილიტაცია დასრულდება.