ქვეყნის მთავარი აეროპორტის განვითარების გეგმაზე მუშაობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება

12 აგვ 2022

ქვეყნის მთავარი აეროპორტის განვითარების გეგმაზე მუშაობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება. გეგმა საქართველოს სახელმწიფოს 2023 წლის იანვარში გადაეცემა.

სამოქალაქო ავიაციის სფეროში ავტორიტეტული საერთაშორისო საექსპერტო კომპანია ADPI-ის წარმომადგენლები უკვე გაეცნენ თბილისის აეროპორტის ინფრასტრუქტურას.