მაშველებმა მწვერვალ თეთნულდიდან დაშავებული ორი ტურისტის უსაფრთხო ევაკუაცია განახორციელეს

13 აგვ 2022

მაშველებმა მწვერვალ თეთნულდიდან დაშავებული ორი ტურისტის უსაფრთხო ევაკუაცია განახორციელეს - ინფორმაცის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

დაშავებულ მთამსვლელთა ინფორმაციით, კი მათი ჯგუფიდან სამი წევრი გადაადგილდება დამოუკიდებლად, ხოლო ერთი-ერთი წევრი  ნაპრალშია, გადავარდნილი.

სამაშველო ღონისძიებაში რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.

გართულებული მეტეო პირობების გამო, ვერტმფრენით სამაშველო ღონისძიება დღეს დილით განხორციელდა.სამაშველო ღონისძიება გრძელდება.