ერევანში სავაჭრო ცენტრის აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, სომხეთში დღეს და ხვალ გლოვის დღეებია

17 აგვ 2022

ერევანში სავაჭრო ცენტრის აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, სომხეთში დღეს და ხვალ  გლოვის დღეებია.  ბრძანებას ხელი ქვეყნის პრემიერ - მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერა.

აფეთქება 14 აგვისტოს სავაჭრო ცენტრში, პიროტექნიკის საწყობში მოხდა, შემთხვევას 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.