ქაბულის მეჩეთში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

18 აგვ 2022

ქაბულის მეჩეთში, საღამოს ლოცვის დროს ძლიერი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ თვითმხილველებსა და პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენლის განცხადებით, დაშავებულების ან გარდაცვლილების რიცხვი 35-ს აღემატება.

მედიის ცნობით, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 20 ადამიანი. დაშავებულებს შორის 7 წლის ბავშვია, ისინი ქაბულის საავადმყოფოში გადაიყვანეს.