ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

18 აგვ 2022

უკრაინის პრეზიდენტმა  ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით უკრაინული მხარე მუდმივ კონტაქტზეა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან და ზაპოროჟიეს სადგურზე მისიის გაგზავნაზე მუშაობენ.

ზელენსკის თქმით, სააგენტოს მისია ელექტროსადგურზე შესაძლოა ლეგალური გზით მალე გაიგზავნოს. პრეზიდენტის მთავარი მოთხოვნაა, რუსეთის ძალებმა სადგურის ტერიტორია უპირობოდ დატოვონ.