იენს სტოლტენბერგი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ ვითარებას გამოეხმაურა

18 აგვ 2022

ზაპოროჟიეში ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ ვითარებას ნატო-ს გენერალური მდივანი გამოეხმაურა.

იენს სტოლტენბერგმა სერბეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსული ძალების მიერ ელექტროსადგურის დაკავება საფრთხეს უქმნის ამ ობიექტების უსაფრთხოებას და ბირთვული ინციდენტის რისკს ზრდის.