ერდოღანი - ზელენსკის შეხვედრა

18 აგვ 2022

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაშია, პრეზიდენტებს შორის შეხვედრა კი დაწყებულია. მედიის ცნობით, ერდოღანი ზელენსკის, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის ორგანიზებას შესთავაზებს,  რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქული ტელეკომპანია A Haber-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. ამასთან, CNN Turk-ის ცნობით, სავარაუდოდ პუტინმა 5 აგვისტოს ერდოღანთან მოლაპარაკებებისას მიანიშნა, რომ მას ზელენსკისთან შეხვედრა შეეძლო. თურქული მედიის ცნობით, ერდოღანს თან რამდენიმე თურქი მაღალჩინოსანი ახლავს, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ.